რუსმა ოკუპანტებმა ოკუპაციის ზონის მიმდებარე სოფლიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. შემთხვევა დღეს დილით გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში მოხდა. გატაცებულია 1972 წელს დაბადებული ალექსანდრე გელიაშვილი. მისი ოჯახის წევრების და მეზობნლების თქმით, გელიაშვილი სოფლის მიმდებარე ხევისკენ გაემართა, რის შემდეგაც ის აღარ უნახავთ.ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია და უცნობია, სად იმყოფება გელიაშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved