საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლასთან დაკავშირებულ დებატებს არ დაესწრება, _ ამის შესახებ ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, მინისტრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პრეზიდენტის მოსასმენად მივიდნენ საკანონმდებლო ორგანოში. დებატები კი პარლამენტარებმა უნდა გამართონ.
“დებატები რა საჭიროა, არ მესმის. დებატები უნდა გამართონ პარლამენტარებმა. მოვედით, მოვუსმინეთ პრეზიდენტს და შესაბამისად, ჩვენ და სხვა სტუმრები, დიპლომატიური კორპუსი დავტოვებთ პარლამენტს”, – თქვა ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ.