სტოკჰოლმში სატვირთო ავტომანქანის ხალხში შევარდნის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც, – იუწყება Sky News.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდ სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. მანქანა სავაჭრო ცენტრის ვიტრინაში შევარდა.