სარაკეტო პროგრამა Tomahawk ამერიკაში უკვე ათეულობით წლებია მიმდინარეობს და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია. ამ თანხაში არ შედის თავად რაკეტების ფაქტიური ღირებულება.
რაკეტის ფასი მისი მოდელიდან გამომდინარე ვარირებს, ყველაზე უბრალო Tomahawk ტიპის რაკეტა 500 000 აშშ დოლარი ღირს.
NBC-ს ჟურნაისტის, ბრაიან უილიამსის თქმით, სირიაში გამოყენებული რაკეტები ამაზე უფრო ძვირია.
Block IV Tomahawk ტიპის რაკეტები, რომლებიც მოძრავ სამიზნესაც ანადგურებენ დაახლოებით 1.5 მილიონად არის შეფასებული.
მოკლედ, ამერიკას სირიაზე შეტევა მინიმუმ 30 მილიონი დოლარი დაუჯდა, მაქსიმუმ – 100.
agora.ge