SKY NEWS -ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის, საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუს და სირიელ სამხედრო ოფიცრებს შესაძლოა სირიაში განვითარებული მოვლენების გამო საერთაშორისო სანქციები დაუწესონ.
„ჩვენ ვიმსჯელებთ სირიისა და რუსეთის სამხედრო ოფიცრებისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც უკვე ჩართულები არიან საომარ ქმედებებში,“_განაცხადა ჯონსონმა.
მაუწყებლის ცნობით, დიდი შვიდიანის საგარეო საქმეთა მინისტრები იტალიაში სირიის პროვინცია იდლიბში მომხდარი ქიმიური საჰაერო იერიშის განსახილველად შეიკრიბნენ.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ავიაიერიშის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა ბავშვები არიან.
ამავე თემაზე:
„ჩემი დამოკიდებულება სირიის მიმართ შეიცვალა” _ ტრამპი
“ბარბაროსულ იარაღს იყენებენ, ყველამ პასუხი უნდა აგოს”, _ სტოლტენბერგი
რა მოხდა სირიაში და ვის ადანაშაულებენ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
თავდასხმას სირიაში 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა