”ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო კომისია დატოვა, _ ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმარომან გოცირიძემ განაცხადა.
„მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა ყოფილიყო წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას ამოძრავებდა სხვა მიზნები, რომელიც გამოიხატება ძალაუფლების უზურპაციაში. ეს კომისია გამოიყენება სწორედ ამ მიზნების მისაღწევად”, _ განაცხადა რომან გოცირიძემ.