გერმანიაში გაიხსნა პირველი “სიძულვილის ცხელი ხაზი”, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს, იყვიროს და უცენზურო სიტყვები გამოიყენოს. ასეთი სატელეფონო ხაზის გახსნის იდეა ეკუთვნით რალფ შულტესა და ალექსანდრ ბრანდენბურგს, სარეკლამო სააგენტოს თანამშრომბლებს.
დამაარსებლების თქმით, განრისხებულ კლიენტებს წყნარად უსმენენ 1, 49 ევროდ წუთში.
ოპერატორები აღნიშნავენ, რომ ზარებს დღე-ღამის განმავლობაში 16 დან 18 საათამდე იღებენ.
“ცხელი ხაზი” მუშაობს ვისბადენში, უკვე რამდენიმე კვირაა.
გერმანელების იდეას ბევრი აკრიტიკებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ჩხუბი და ლანძღვა უფრო უმძაფრებს ადამიანს განწყობას და ცუდად მოქმედებს მათ ფსიქიკაზე. შულტე და ბრანდერბურგი კი, პასუხობენ რომ მათი სატელეფონო ხაზი სასარგებლოა ადამიანებისათვის.
სატელეფონო ხაზის შემქმნელები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ურთიერთობაში შევიდნენ იმ ადამიანებთან ვისაც ცხადად ეტყობა ფსიქოლოგიური სტრესი და მათ სპეციალისტთან ურთიერთობას ურჩევენ.