ჩრდილოეთ კორეა მზად არის, შეერთებული შტატების მხრიდან ნებისმიერ სამხედრო ქმედებას ბირთვული ძალის გამოყენებით უპასუხოს.
ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს. “თუ აშშ პროვოკაციებზე დაუფიქრებლად წავა, რევოლუციური ძალები დამანგრეველ დარტყმას გამოიყენებენ და ტოტალურ ომს, ომით ვუპასუხებთ, ხოლო თუ ბირთვულ ომს დაიწყებენ, ბირთვული ომით ვუპასუხებთ“,-აცხადებენ ფხენიანში.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ამერიკული ატომური ავიამზიდის ჩაძირვითაც იმუქრება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დედაქალაქ ფხენიანში სამხედრო აღლუმი გამართა.
“როიტერი” სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღლუმზე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები წარადგინა.
1tv.ge