„ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს“ – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში გამართულ რეფერენდუმს.
პრემიერის განცხადებით, თურქეთის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის.
„ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
თურქეთში 16 აპრილს გამართული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ხმის მიცემის პროცესში მონაწილეთა 51.4 %-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს და ერდოღანს საშუალებას აძლევს, ქვეყნის სათავეში 2029 წლამდე დარჩეს.
ოპოზიციური პარტიებისა და მოსახლეობის ნაწილი რეფერენდუმის შედეგებს აპროტესტებს.
1tv.ge