ბოსტონ – ტერიერის ჯიშის ძაღლი, სახელად „ბრუსკი“, გინესის წიგნში შეიყვანეს, ძაღლებს შორის ყველაზე დიდი თვალების გამო.
როდესაც ვეტერინარმა ძაღლის თვალები შეამოწმა, მაშინვე ურჩია პატრონს, მიემართა გინესის რეკორდების აღმრიცხველებისათვის. შედეგად ძაღლმა რეკორდების წიგნში თავისი ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ბოსტონ – ტერიერის ჯიშის ძაღლები ამერიკაში გასულ საუკუნეში გამოიყვანეს და ეს ჯიში, მართლაც გამოირჩევა თავისი დიდი თვალებით, თუმცა ბრუსკის თვალები თვით მათ შორისაც გამორჩეული აღმოჩნდა.