თბილისში მამაკაცი დაჭრეს. კურიერის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოსკოვის გამზირზე სასტუმრო მწვანეში მოხდა.
მოსკოვის გამზირზე მდებარე სასტუმროში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ 46 წლის მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით მიაყენეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაზარალებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.
ინციდენტის შემდეგ, დაშავებული პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც სათვალთვალო ვიდეოკამერებია განთავსებული, ადასტურებენ, რომ საპატრულო პოლიციამ ვიდეო ჩანაწერები დაათვალიერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.