ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ღობის გასწვრივ ტროტუარზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას THE ABC NEWS ავრცელებს.
თეთრი სახლის საიდუმლო სამსახურის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, თეთრ სახლში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს,რაც ღობის დაზიანების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.