ავღანეთის ჩრდილოეთში, ქალაქ მაზარი-შარიფთან განთავსებულ სამხედრო ბაზაზე “თალიბანის” მებრზოლების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ს ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა ჯონ ტომასმა გაავრცელა.
მისი ინფორმაციით, თავდამსხმელთა სამიზნე სავარაუდოდ, იყო მეჩეთი და სასადილო, რომელშიც ავღანელი სამხედროები და ბაზაზე მომუშავე სამოქლაქო პირები იყვნენ. ტომასის თქმით, რამდენიმე თავდამსხმელი მოკლულია, თუმცა ბრძოლები ახლაც მიმდინარეობს.
მანამდე, 21 აპრილს, ავღანელი სამხედროების ფორმაში გადაცმული მებრძოლები სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. თავიდან თვითმკვლელმა თავი აიფეთქა შესასვლელში, რის შემდეგაც ექსტრემისტები ბაზის ტერიტორიაზე მანქანებით შეიჭრნენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც ქამრით ტანზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიმაგრებული, დააკავეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება “თალიბანმა” აიღო.