აშშ-ის ქალაქ ბოსტონის მაცხოვრებელმა, საცოლისთვის ხელის თხოვნის მიზნით გრანდიოზული “ფლეშმობი” მოაწყო. მან და მისმა ორმა ძმამ სრულიან უცნობ ადამიანებს 300 ცალი თეთრი და ვარდისფერი ყვავილი დაურიგეს, რომ მათ მომავალი პატარძლისათვის ეჩუქებინათ.
გოგონამ არაფერი იცის და მხოლოდ ერთი ცალი ყვავილით ხელში შეხვედრის ადგილას მიდის. პირველს, ვინც მასთან ყვავილით ხელში მიდის გოგონა საჩუქარს არ ართმევს, თუმცა ასეთი ბევრი აღმოჩნდება და საბოლოო ჯამში, მას ხელში 300 ცალი ყვავილი უჭირავს.
მოგვიანებით ტერეზას მომავალი ქმარი მის წინაშე იჩოქებს და ცოლობას თხოვს.