შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და ღონისძიების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძემ უცხოელ სტუმართან საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება და მოსახლეობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს.
დევიდ ჰობსი დღესვე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს ეწვევა და მისიის ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუს შეხვდება.

































































