ბრიტანული გამოცემის “Metro” ცნობით, 50 წლის ქალბატონი ტეს კრისტიანი ნაოჭების გაჩენის შიშით უკვე 40 წელია, რაც არ იცინის. როგორც ტესმა გამოცემას განუცხადა მან მაშინაც კი შეიკავა თავი ღიმილისაგან, როდესაც გოგონა შეეძინა. ამ „მსხვერპლზე“ ბრიტანელი იმ მიზნით წავიდა, რომ ბოტოქსი არასოდეს გამოეყენებინა
„მე არ მაქვს ნაოჭები, იმიტომ რომ სახის კუნთების კონტროლი ვისწავლე“, _ განაცხადა ტესმა.
„ყველა მეკითხება მაქვს თუ არა ბოტოქსი გაკეთებული, და ვიცი, ეს შედეგია იმისა რომ მე არ ვიცინი ან არ ვიცინი თინეიჯერის ასაკიდან მოყოლებული. ჩემი მსხვერპლი დამიფასდა, მე სახეზე ერთი ნაოჭიც არ მაქვს“, _ აცხადებს ტესი.
ბრიტანელი ამაყად აღნიშნავს, რომ მას მონა ლიზა შეარქვეს.