ცოტა ხნის წინ კინომსახიობი ჯონი დეპი „მწვანე კონტინენტზე“ იმყოფებოდა. ავსტრალიის საკარანტინო ხელისუფლებამ ჯონი დეპის ქვეყანაში უკანონოდ შეყვანილი ძაღლების დაუყოვნებლივი გაყვანა უბრძანა.
ავსტრალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბარნაბი ჯოისმა დეპი იორკშირული ტერიერების ბუს და პისტოლის კონტრაბანდაში დაადანაშაულა. მსახიობი ტრავმის შემდეგ გადაღებებზე კერძო თვითმფრინავით დაბრუნდა და ძაღლებიც სწორედ ამ დროს ჩაიყვანა.
„თუ უფლებას მივცემთ კინოვარსკვლავებს, თუნდაც ეს იყოს ორჯერ ყველაზე სექსუალური მამაკაცი მსოფლიოში, ჩამოვიდნენ ჩვენთან კანონდარღვევით, მაშინ კანონდარღვევის უფლება რატომ არ უნდა მივცეთ ყველას?“, – განაცხადა ავსტრალიელმა მინისტრმა.
„ან დეპი თავის ძაღლებს ახლავე წაიყვანს უკან კალიფორნიაში, ან ჩვენ მათი დაძინება მოგვიწევს. ბუ და პისტოლო – გაემგზავრეთ უკან ამერიკაში“, – განაცხადა ჯოისმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მზადაა პასუხი აგოს დეპის ძაღლების დაძინებაზე.
ავსტრალიაში ცხოველთა საკარანტინო უმკაცრესი კანონი მოქმედებს. ქვეყანაში წინასწარი ნებართვისა და მრავალდღიანი საკარანტინო პერიოდის გარეშე ცხოველთა შეყვანა აკრძალულია. მკაცრი