გასულ კვირას ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების მიზნით საქართველოს მთავრობის #824 განკარგულებით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 4 834 000 ლარი გამოეყოთ.
კვირიკაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ თანხიდან ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი არაუმეტეს 1 700 000 ლარს მიიღებს; ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 1 520 00 ლარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი _ 700 000 ლარს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი კი 350 000 ლარს.
ამავე განკარგულების თანახმად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 564 000 ლარს მისცემენ.
პრემიერის განკარგულება ფინანსთა სამინისტროში უკვე გადაგზავნილია და როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში გვითხრეს მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურების პროცედურები მომდევნო კვირიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს ძლიერი ქარის შედეგად ოზურგეთის, ქალაქ ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ათობით საცხოვრებელი და მრავალბინიანი სახლები დაზიანდა.
მოითხარა ხეები და განადგურდა ინფრასტრუქტურა.