ვიქტორია ბექჰემი – ექსტავაგანტური გოგონა, რომელსაც არასოდეს ენანება ფულის დახარჯვა…საკუთარ თავზე. ჰოლივუდელი კოლეგები განიკითხავენ ვიქტორიას ასეთი უზომო ხარჯების გამო, ალბათ იმიტომაც, რომ მას არასოდეს აქვს დრო ქველმოქმედებისთვის. ჰოლივუდური საზომითაც კი, ფეხბურთელის ცოლი არარეალურ თანხებს ხარჯავს და საოცარი “მადა” აქვს.
მისი სიყვარული შოპინგისადმი იმდენად უსაზღვროა, რომ ის უკვე ავადმყოფობასა და მანიაში გადაიზარდა. მას არაერთხელ წასვლია გული მაღაზიებში, მხოლოდ იმიტომ, რომ ჭამა დავიწყებია!
“Daily Mail”- მა დაითვალა, რამდენ თანხას ხარჯავს მისსის ბექჰემი საკუთარ თავზე:
5 ათასი დოლარი თვეში თმის კორექციისათვის. მის ვარცხნილობაზე დიდი ხანია ზრუნავს ცნობილი ლონდონელი და ყველაზე ძვირადღირებული სტილისტი ბენ კუკი.
“საღამოს“ რუჯი – და განსაკუთრებით, გარუჯული ფეხები არც თუ ისე იაფია – კვირაში 300 დოლარი. რუჯის სპეციალისტები თავად მიდიან ვიქტორიასთან.
საზოგადოებაში გასვლის წინ მაკიაჟი ვარსკვლავს 2 500 დოლარი უჯდება. დაახლოებით, 5 000 დოლარს ხარჯავს ის კოსმეტოლოგის მომსახურებაზე თვეში. კოსმეტიკურ საშუალებების შესაძენად კი, ის კვირაში, დაახლოებით, 1000 დოლარს ხარჯავს.
ფრჩხილების დაგრძელება და ლაქი 1000 დოლარი ყოველ თვეში.
და ბოლოს, მას შეუძლია მხოლოდ ერთ დღეში მაღაზიებში დაახლოებით 40 ათასი ევრო დატოვოს და ამასთან გარკვეული შენაძენი დიდხანს გაუხსნელად ედოს სახლში.