“ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება” _ აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გააკეთა, სადაც ამ წუთებში კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს.
“ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება, ქუთაისში საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა იგეგმება და ქუთაისი ბევრად მეტი იქნება, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი”, _ განაცხადა კობახიძემ.
კონსტიტუციური ცვლილების პროექტში აღარ წერია, რომ საპარლამენტო ქალაქი ქუთაისია.