2016 წლის 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილის, საქართველოს ნაკრებისა და თბილისის “ლელოს” მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატი ნუკრი კვინიკაძე Ambebi.ge-სთან ესაუბრა. კვინიკაძის თქმით, ჯერჯერობით, უცნობია, დადგება თუ არა კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი.
მისი განმარტებით, ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს.
“სასამართლო პროცესის გამართვის თარიღი კი ჯერ უცნობია. საკითხი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს. შესაძლოა, აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ გირაოს გადახდა დააკისროს, ყველაფერი კი მოსამართლეზეა დამოკიდებული”, _ ამბობს ადვოკარი.
შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად, ერთმანეთს ორი მსუბუქი მარკის ავტომობილი შეეჯახა, მათგან ერთ-ერთს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა. ძლიერი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე.
შემთხვევის დროს კვირიკაშვილის ავტომობილში იმყოფებოდნენ მისი მეუღლე ანანო ბუაძე და მორაგბე გიორგი ლომინაძე მეუღლესთან ერთად. ოთხივე დაშავებული საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა.