ამერიკული ტაბლოიდების ცნობით, 41 წლის ანჯელინა ჯოლიმ სამსახიობო კარიერის მიტოვება და შვილებისთვის მეტი დროის დათმობა გადაწყვიტა.
ჯოლი კინოინდუსტრიის საბოლოოდ დატოვებას არ აპირებს, ის როგორც რეჟისორის, სცენარისტის და პროდიუსერის ამპლუაში გააგრძელებს მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, როგორც კი ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების ყველა დეტალი მზად იქნება, ჯოლი კვლავ მოირგებს საქორწინო კაბას.
მსახიობის რჩეული ბრიტანელი, მილიარდერია, რომლის სახელიც არ არის ცნობილი.
თაყვანისმცემლების ნაწილი, მიიჩნევს, რომ ჯოლის რჩეული სწორედ, ის უცნობი მამაკაცია, რომელიც მსახიობის ოჯახთან ერთად კამბოჯაში იმყოფებოდა და ტყუპებს 18 კარატიანი ოქროს სამაჯურები აჩუქა.