“ჰიმნი ჩოხატაურის “ბახმაროს” ლანჩხუთელებისგან” _ ასეა დასათაურებული ტექსტი, რომელსაც ხელს ზურაბ გოგორიშვილი აწერს და რომელიც ჩოხატაურის საფეხბურთო კლუბმა “ბახმარო” გუშინ მიიღო.
ჰიმნს, რომლის დაწერის თარიღადაც 18-19 მაისია მითითებული უცვლელად გთავაზობთ:
“ლამაზ წალკოტში ჩაფლულო
სადაც ერთდება სამყარო,
ჩვენ გულის გამხარებელო
ჩოხატაურის “ბახმარო”.
ყოველ თამაშზე შენთან ვართ
და გული გვიხალისდება,
შენს გამარჯვებას ვზეიმობთ
დარდი კი სულ გვავიწყდება.
მისამღერი: ჩვენ ევროპა რით გვჯობია
ბუნებით თუ ხალხის ჯიშით,
იქაც უნდა გავიმარჯვოთ
მოვიშოროთ მათი შიში!
ბუმბერაზ მთების შვილებო
ზემოდან გიცქერთ ბახმარო,
თქვენს თამაშს რომ დავსწრებოდით
გამოვიარეთ ცხრა წყარო.
აღმაფრენის გზებით გევლოთ
წინ იარეთ გამარჯვებით
ევრო-ფინალსაც ვიხილავთ
ასე თუ კი გაირჯებით.
მისამღერი: ჩვენ ევროპა რით გვჯობია
ბუნებით თუ ხალხის ჯიშით.
იქაც უნდა გავიმარჯვოთ
მოვიშოროთ მაში შიში!
ზურაბ გოგორიშვილი, 18-19 მაისი.