La Prensa -ს ინფორმაციით, პანამის ყოფილ პრეზიდენტ რიკარდო მარტინელზე, რომელიც ქვეყანას 2009-2014 წლებში მართავდა, ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
მარტინელს კორუფცია და უკანონო თვალთვალსა და ყალბი ვიზების დამზადება ედება ბრალად.
როგორც სააგენტო იტყობინება, 2015 წლის დეკემბერში პანამის უმაღლესმა სასამართლომ ექსპრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცა. თუკი სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, მარტინელს 21 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.