გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 80 წლის ქალს, საკუთარი სახლის შესასვლელთან, ავტომანქანა გზის გადაკვეთის დროს დაეჯახა. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, 27 წლის მძღოლი ამავე სოფელში ცხოვრობს.
შინგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.