თბილისის მერობის კანდიდატი ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი კახი კალაძე, იქნება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ, საპარლამენტო უმრავლესობის დახურული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კალაძე იქნება კანდიდატი, ამაზე კონსულტაციები საკმაოდ პოზიტიურ ფორმატში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ რასაც ვფიქრობთ გუნდში, დღეს გავუზიარეთ ერთმანეთს. სხვა ალტერნატიული წინადადებები არც განგვიხილავს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე იქნება ჩამოყალიბებული,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის დახურული შეხვედრა, რომელსაც პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ გვიან ღამემდე გაგრძელდა.