4 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარდათ.
მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა გაეწია უწყების 250-მდე ბენეფიციარს. ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის მიმდინარე წლის 10 აპრილს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ მიზნობრივ ჯგუფებს გეგმის მიხედვით ჩაუტარდებათ გამოკვლევები და გაეწევათ კონსულტაციები კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მიერ.
კარდიოლოგიურ ცენტრში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურეობით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.
(R)