“არასრულწლოვანთა უფლებებისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მექანიზმების შესახებ” იმსჯელებენ ხვალ, ივლიტას ბიბლიოთეკაში.
სემინარი და დისკუსია ბავშვებისთვის 2 საათზე დაიწყება და ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
შეხვედრის მიზანი არის არასრულწლოვანთა ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლებებისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული უფლების დაცვის მექანიზმების შესახებ.
ბავშვები ასევე მიიღებენ ინფორმაციას შეტყობინების პროცედურების შესახებ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 დამატებითი ოქმის შესახებ, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლებს უშუალოდ ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მიმართონ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს საკუთარი დარღვეული უფლების დაცვის მიზნით.
პროექტს გაეროს ბავშვთა ფონდი არასამთავრობო ორგანიზაციასთან ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) თანამშრომლობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.
პროექტს ,,მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“.