https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მაღალჩინოსნების უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების გამოძიებაში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი ჩაერთო

9:06; 8.06.2017
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით, ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე შესაბამისი საექსპერტო შეფასების მიზნით, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი ჩართო.
უწყების ინფორმაციით, ჯგუფის წევრები გაეცნობიან სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მოამზადებენ დასკვნას, სადაც მოცემული იქნება კონსულტაციები საქმესთან დაკავშირებით და რეკომენდაციები პროკურატურისთვის.
მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურასა და მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფს შორის 2014 წელს შედგა შეთანხმება და შეიქმნა პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც ქართველ პროკურორებს უზიარებს თავიანთ საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას სამართლის სფეროში.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მოწვეული სპეციალისტების ჯგუფს იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი (Sir Geoffrey Nice); ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი (Moshe Lador) და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კოფი (Paul Coffey) წარმოადგენენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას მიერ მედიასაშუალებებში გაკეთდა არაერთი განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობდა 2016 წელს, თბილისის მერიის მიერ მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხის კანონიერებას და მასში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში, 23 მაისს, დაიწყო გამოძიება ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლებით.
“გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, გამოთხოვილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტოდან“, არქიტექტურის სამსახურიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან“, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“. საქმეზე გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ასევე საქმეზე ჩატარებულია სხვადასხვა სახის არაერთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება.
ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, რის პარალელურადაც პროკურატურა აფასებს აღნიშნული ფაქტებისა და ქმედებების პოტენციურ დანაშაულებრიობას და განსახორციელებელ მოქმედებებს. ბუნებრივია, ზემოხსენებული ეტაპის დასრულებისთანავე საზოგადოებას დამატებით ეცნობება მიღებული გადაწყვეტილებებისა და შედეგების შესახებ.
სერ ჯეფრი ნაისი (Sir Geoffrey Nice) – 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს. ნაისი, სერ დეზმონდ დე სილვასა და დევიდ კრეინთან ერთად, არის 2014 წელს გამოცემული საერთაშორისო ანგარიშის ავტორი, რომელიც სირიაში დაკავებულთა წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტებს ეხება. ამჟამად ის პერიოდულად მუშაობს მოსამართლედ და ლონდონის გრეშამის კოლეჯის სამართლის პროფესორია;
მოშე ლადორი (Moshe Lador) – იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე ყოფნისას იგი ზედამხედველობდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა სისხლისსამართლებრივ საქმისწარმოებას, მათ შორის სისხლისსამართლებრივ დევნას ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის, პრეზიდენტ მოშე კაცავის, და სხვა რამდენიმე მინისტრისა და მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის რაიონული პროკურორი;
პოლ კაფი (Paul Coffey) – ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის გაეროს მისიით იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულებათა გამოძიებას”, _ ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ 63 პირს ბრალი წარედგინა

11:57; 17 დეკემბერი, 2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

18:21; 16 დეკემბერი, 2025
სამართალი

შსს: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაშია მიცემული

16:35; 16 დეკემბერი, 2025
სამართალი

მძიმე ავარია ქუთაისში

14:46; 16 დეკემბერი, 2025
სამართალი

ავარიის შედეგად სამი პირი დაშავდა

16:38; 15 დეკემბერი, 2025

ვინ და რატომ ითხოვს გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონებაზე მოსამართლეების აცილებას

კიევში აშშ-ს საელჩოს ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

მოძრავ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

19:35; 17.12.2025
პოლიტიკა

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

19:12; 17.12.2025
პოლიტიკა

მაია ბითაძე: 1 იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება

18:52; 17.12.2025
ფინანსები

AI-ს სასტიპენდიო პროგრამაზე 1500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

18:40; 17.12.2025
საზოგადოება

“სამართლიანი არჩევნები” განცხადებას ავრცელებს

18:30; 17.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:17; 17.12.2025
ფინანსები

“არ მოგერიდოს, იკითხე“-  დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა

17:12; 17.12.2025
ფინანსები

თიბისი 33 წლისაა- თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია

16:59; 17.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა

16:53; 17.12.2025
საზოგადოება

იზრდება თუ არა დენის და გაზის გადასახადი

16:47; 17.12.2025
საზოგადოება

25 დეკემბერს ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხე აინთება

16:13; 17.12.2025
პოლიტიკა

“საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა მანამ, სანამ”- ევროკავშირის საბჭო

15:34; 17.12.2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კამპანია Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ იყო ერთი ხელიდან კოორდინირებული

15:23; 17.12.2025
default
საზოგადოება

ლანჩხუთი-ლესას 8 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალი გაიხსნა

14:32; 17.12.2025
საზოგადოება

როდის აანთებენ ჩოხატაურში საახალწლო ნაძვის ხეს

14:11; 17.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო