30-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტი გზის ორივე მხარეს დაიგება, რაც, ჯამში, ორ კილომეტრს მოიცავს, ბათუმის ქუჩაზე მოწესრიგდება სანიაღვრე არხებიც, რაც მოსახლეობას დატბორვის საფრთხეს საბოლოოდ ააცილებს.
ასევე, გზის დაფრეზვა-დაგრეიდერების სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე.
მიმდინარე სამუშაოები დღეს ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ ადგილზე მოინახულა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელს სამუშაოების მაქსიმალურად მაღალ ხარისხში შესრულება მოსთხოვა.
რეგიონული განვითარების ფონდმა წელს ქალაქ ოზურგეთში 1 742 820 ლარი ბათუმის, რუსთაველის, ბაქრაძის, დანჩენკოს, ქუთაისისა და ჩოხატაურის ქუჩების მოასფალტებისთვის გამოყო.
ხსენებული ქუჩების რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს. “პალადა“ უზრუნველყოფს.
ქალაქ ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გასული წლების მსგავსად, ქალაქის მერიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ორი წლის მანძილზე, ქალაქის მერიამ ასფალტი ქალაქის 36 ქუჩაზე დააგო. (R)