ინდოეთის შტატ ტამილ ნადუში ხარებთან შიშველი ხელით ბრძოლის ფესტივალი “ჯალიკატუ” უკვე 2000 წელია ტარდება.
ტამილელი ქალიშვილები საქმროებს სწორედ ხართან მებრძოლებიდან არჩევდნენ. კორიდაზე უფრო სახიფათო ბრძოლებს ათეულათასობით მაყურებელი ესწრება.
იმისთვის, რომ ხარები მეტად აგრესიულები იყვნენ, მათი პატრონები ცხოველებს ნარკოტიკსა და ალკოჰოლს აძლევენ, ხოლო თვალებთან წიწაკას უსვამენ.
სხვათა შორის, ბოლო 20 წლის განმავლობაში 200-ზე მეტი მებრძოლი, ხარის პატრონი და მაყურებელი დაიღუპა, თუმცა “ჯალიკატუს” აკრძალვის მცდელობებს წარმატება არ მოჰყოლია.