“საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებენ”, – ეს განცხადება შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, გადამზადების სპეციალური კურსი მისი ინიციატივით უკვე შემუშავდა შსს-ს აკადემიაში, რასაც თითოეული პოლიციელი გაივლის. კურსი პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას, აგრეთვე ტაქტიკურ მომზადებას გულისხმობს, ბოლო ეტაპი საკვალიფიკაციო გამოცდა იქნება.
“კურსის დასრულების შემდგომ ყველა ჩააბარებს გამოცდას ამ სამივე კომპონენტში, ხოლო, ვინც ვერ შეძლებს გამოცდის ჩაბარებას ორ ცდაზე, ბოდიშის მოხდით და მადლობის გადახდით, დავემშვიდობებით. მათ ჩაანაცვლებენ კადრები, რომლებიც არიან ახალგაზრდები, მოტივირებულები, ნასწავლები და რაღა თქმა უნდა, გავლილი აქვთ სპეციალური მომზადების კურსი”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.