https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ფანჯარა დასავლეთში _ გურული მხედრები ინგლისში

8:06; 12.06.2017
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

გასული საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს, ამერიკიდან მშობლიურ ლანჩხუთში დაბრუნებული მოჯირითე ლუკა ჩხარტიშვილი, ნათესავებსა და მეგობრებს ეუბნებოდა: “მე განთქმული კაცი ვიყავი ამერიკაში. როცა მოვკვდები, ჩემი სახელი იქ ეხსომებათ”.

მისი ნათქვამი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: დღეს ამერიკის საისტორიო წყაროებში უამრავი დოკუმენტია, რომელიც ე. წ. “რუს კაზაკებს”, იგივე ქართველ მხედრების ამერიკულ შოუებსა და ცირკებში მონაწილეობას ეძღვნება.

ისტორიას შემორჩა ასევე რამდენიმე მოჯირითეს ნამდვილი სახელიც (როგორც წესი, შოუებში მათ უფრო მეტად გამოგონილი სახელები ჰქონდათ): ივანე მახარაძე, ველიკო კვიტაიშვილი, ალექსი გოგოხია-ჯორჯიანი, დიმიტრი მგალობლიშვილი, დათა ქაჯაია, დიმიტრი ცინცაძე და ლუკა ჩხარტიშვილი. ეს ის ქართველები არიან, რომლებმაც ამერიკის შეერთებული შტატების მიწაზე პირველმა დადგეს ფეხი (თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქართველებში დასავლეთისკენ ფანჯარა პირველად სწორედ გურულებმა გაჭრეს) და უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ამერიკული შოუ-ბიზნესისა და საცხენოსნო სპორტის განვითარების საქმეში.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ბევრ წყაროებში ისინი “კაზაკებად” არიან მოხსენიებულები, ეს შეცდომა ნელ-ნელა სწორდება: რამდენიმე მუზეუმში მივაღწიე იმას, რომ ფოტოების აღმნიშვნელ წარწერებზე რუსების მაგივრად ქართველები დაეწერათ; თანამედროვე ამერიკულ საისტორიო წიგნებში უკვე მითითებულია, რომ ისინი მხედარი კაზაკები კი არა, არამედ ქართველი მოჯირითეები იყვნენ საქართველოს დასავლეთ ნაწილიდან _ გურიიდან.

წელს სრულდება 125 წელი, რაც გურული მხედრები პირველად შეუერთდნენ ცნობილი ამერიკელი შოუმენის _ ბაფალო ბილის “უაილდ უესთ შოუს” (ველური დასავლეთის შოუს).

არსებობდა სხვადასხვა თარიღი და ვერსია, თუ როგორ მოხვდნენ გურულები უცხოეთში. ყველაზე სანდო ვერსია, რომელსაც ისტორიული წყაროებიც უმაგრებენ ზურგს, ასეთია: 1891 წლის მიწურულს ან 1892 წლის დასაწყისში, ბათუმში მოჯირითეების შესარჩევად ჩამოვიდა ბაფალო ბილის წარმომადგენელი თომას ოლივერი (მოჯირითე ველიკო კვიტაიშვილის ცნობით, წარმომადგენელი ქალბატონი იყო, თუმცა, ამის დამადასტურებელ ცნობა ვერსად მოვიკვლიე). იგი ინგლისელ კონსულთან, ჯეიმს ჩემბერსთან დაბინავდა. კონსულთან იმხანად მოსამსახურედ (ის ასევე მდივნის როლსაც ასრულებდა) იდგა ზემო ჩიბათელი კირილე ჯორბენაძე. იგი გურული ნაყმევის ოჯახში იყო დაბადებული და ბათუმს საარსებო წყაროს საძებნელად ეწვია (მომდევნო წლებში ჯორბენაძე ფინანსურად ისე მომაგრდა, რომ ბათუმში რესტორანი “ფლორიდა” გახსნა. ის იყო მეწილე სასტუმრო “ლონდონისა”, რომელიც გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა ჩამოართვეს).

ჯორბენაძემ, გაიგო რა საქმის ვითარება, ოლივერს განუცხადა, რომ ცხენოსნების შეგროვებაში დაეხმარებოდა. თანხმობა რომ მიიღო, ჯორბენაძე ოლივერთან და ვიცე-კონსულ ჰარი ბრიგსთან ერთად სოფელ ბახვში, მთელ გურიაში ცხენოსნობაში განთქმულ ივანე (დიდი) როსტომის ძე მახარაძის, მეტსახელად “მათრახას” ოჯახში მივიდა. გადაწყდა, რომ ივანე გუნდს შეკრებდა. აქედან დაიწყო გურული მოჯირითეების მრავალწლიანი საზღვარგარეთული ტურნე.

ცოტა ხანში რჩეული ახალგაზრდებისგან შემდგარი ათკაციანი გუნდი, “ივერიას” თქმით, სოფელ ჩიბათს და ლანჩხუთში მცხოვრებელნი, სხვა და სხვა წოდებისა, მომეტებულად აზნაურობა შეიკრიბა. მათ სათანადო წვრთნა გაიარეს, ქუთაისში შეაკერინეს 6-6 წყვილი სხვადასხვა ფერის ჩოხა-ახალუხი, მოიწესრიგეს იარაღი, ცხენის აღკაზმულობა და ბათუმში გაემგზავრნენ (ჩოხები მყვირალა ფერის: ყვითელი, მწვანე, ვარდისფერი, ნარინჯისფერი და ა. შ. იყო. სავარაუდოდ, ეს შოუს ორგანიზატორთა მოთხოვნა იყო, თორემ როგორც ვიცით, მსგავსი ფერის ჩოხებს ჩვენში იშვიათად ან საერთოდ არ ატარებდნენ).

უნდა აღინიშნოს, რომ გურული მხედრების უმრავლესობა მომცრო ტანის, ძარღვიანი ახალგაზრდები იყვნენ. როგორც Wisconsin State Journal (24 ივლისი, 1901) წერდა”…ისინი უმეტესწილად პატარა ტანის ბიჭები არიან. მათ გვერდს ულამაზო ხმლები უმშვენებთ და ყველა სიგარეტს ეწევა.” ხოლო Monday Morning (27 ივლისი, 1896) აღნიშნავდა:”…მათი ბელადი დაახლოებით 140 ფუნტს (დაახლოებით 60 კილოგრამს _ ი.მ.) იწონიდა”, რაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან იმდაგვარი ტრიუკების შესრულებას, რასაც ქართველები აკეთებდნენ, დიდი ტანის კაცს გაუძნელდებოდა (რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობდა, მაგალითად, კირილე ხოფერია, რომელიც გადმოცემით სიმაღლეში ლამის ორ მეტრს აღწევდა).

ბათუმში შეყრილმა ქართველებმა სამხედრო გუბერნატორისგან საზღვარგარეთული პასპორტები აიღეს (ხანდახან, გურულებს პრობლემებიც ექმნებოდათ ხოლმე: ერთხელ ლუკა ჩხარტიშვილმა ვიღაც რუსს ხელი გაარტყა და ნაცემმა მას ყოველნაირად შეუშალა ხელი პასპორტის აღებაში, რის გამოც ლუკა ერთ სეზონში შოუში ვერ გამოჩნდა. ამერიკული პრესა წერდა: “სპილოსთვის კბილის ამოღება უფრო ადვილია, ვიდრე კაზაკების გამოგლეჯვა რუსეთის ყბებიდანო” (Collier”s Weekly, 13 აპრილი, 1901) და გემ “მარიათი” ბოსფორ-დარდანელის გავლით, მარსელს მიადგნენ, აქედან პარიზზე გავლით ჰავრში ჩავიდნენ, საიდანაც “ორთქლის” გემით ამერიკისკენ გაემგზავრნენ.

გურულების პირველი ნაკადის საიმიგრაციო დეკლარაციებში მითითებული არ არის, თუ რა თანხა მიჰქონდა თან თითოეულ მოჯირითეს, მაგრამ 1905 წლის დეკლარაციაში უკვე აღნიშნულია, რომ ყოველ მათგანს ჯიბეში 20 დოლარი ედო. 1912 წლის დეკლარაციაში კი ჯორჯ ჯორჯიანს (მისი ნამდვილი სახელი უცნობია) ხელზე 500, ვასო წულაძეს _ 200, ხოლო პლატონ მურვანიძეს 215 დოლარი ჰქონდათ.

ლონდონში გურულების გამოჩენამ დიდი ალიაქოთი გამოიწვია _ მანამდე კაზაკები იქ არავის ენახა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ხმალ-ხანჯალი და მასრები, რომლებიც ინგლისელებს მინიატურული დინამიტები ეგონათ. ინგლისური ჟურნალი The Illustrated London News (18 ივნისი, 1892) იუწყებოდა: “საერთაშორისო მებაღეობის მშვენიერი გამოფენა მოწყობილია ერლს ქორთ სთეიშენსა და უესთ ბრომფთონს შორის… აქ კვლავ საშუალება გეძლევათ იხილოთ ბაფალო ბილის უაილდ უესთი ჩრდილოეთ ამერიკის პრერიებიდან… აგრეთვე, კაზაკები რუსეთის კავკასიიდან, ცნობილი სამხედრო კავალერისტები, მათი ჰეტმანის პრინც ივანე მახარაძის ხელმძღვანელობით, რომლებიც წარმოაჩენენ ცხენოსნობის უმაღლეს ხელოვნებას…”

თუ რა შთაბეჭდილება მოახდინეს “კაზაკებმა” ინგლისელებზე, ამას მოწმობს 1892 წლის 15 ივნისის The London Serio-Comic Journal-ში დაბეჭდილი ვინმე სუზენ სპრეგის სიზმარი, რომელიც მას ეზმანა ერლ ქორთში”კაზაკების” შოუს შემდეგ _ სიზმარში კაზაკმა სცემა მისი სატრფო, სუზენი კი მოიტაცა და წაიყვანა სტეპებში, სადაც ბოლოს იგი მშვენიერ მეფე მაზეპას გაჰყვა ცოლად.

კაზაკების პოპულარობაზე ერთი საყურადღებო ფაქტიც მეტყველებს _ იმ წელს მანდილოსანთა შორის დიდი მოწონებით სარგებლობდა ე. წ. კაზაკური ჩაცმულობა _ ჩოხა-ახალუხის მსგავსად შეკერილი ტანსაცმელი.

გუნდის ლიდერი ივანე მახარაძე ინტერვიუში (Pen & Pencil, 16 ივლისი, 1892) აცხადებდა: “ჩვენ მოგვწონს ლონდონი. მატარებელი მიწის ქვეშ რომ დადის, ეს გასაოცარია და ქალაქიც დიდია. ჩვეულებრივი მატარებელი ჩვენ ვიცით, ერთი ასეთი ჩვენს სამშობლოშია, ბათუმში… ჩვენ იმიტომ ჩამოვედით, რომ აქ უფრო ბევრ ფულს ვიშოვით, ვიდრე სახლში, აქ მხოლოდ ექვსი თვით ჩამოვედით.. ამის შემდეგ ჩვენს ცოლებს და შვილებს დავუბრუნდებით.”

ჟურნალი “კვალი” (#34, 11 აგვისტო, 1896) წერდა:”ბევრ საწყალ გურულ გლეხს გამოაჭყეტინა თვალები ლუკაიას (ჩხარტიშვილი. ი. მ.) ამერიკაში მოგზაურობამ. ზოგმა, ლუკაიას მიერ იქ წაყვანილმა კაცებმა, რომელთაც შინ არც ლუკმა-პური და არც სახლ-კარი მოეძეოდათ, მისი შემწეობით და გზის გასწავლებით სახლ-კარიც აიშენეს, ლუკმა-პურიც იშოვნეს და მუდამ შიმშილისგან მტირალ ბავშვებს ცრემლი შეუშრეს თვალებზე.”

კაზაკების ჩამოსვლის ამბავმა ინგლისის სამეფო კარამდეც მიაღწია _ სულ მალე შოუს გენერალურმა მენეჯერმა ნეით სოლსბერიმ შეტყობინება მიიღო დედოფალ ვიქტორიას მეჯინიბეთუხუცესისაგან იმის თაობაზე, რომ მისი აღმატებულება დიდად ნასიამოვნები იქნება, თუ”უაილდ უესთის” მენეჯერები მოახერხებენ კაზაკების ჩაყვანას უინძორში და მშვენიერი ჯირითის ჩვენებას. როგორც ისტორიული დოკუმენტებიდან და წიგნებიდან ირკვევა, შოუს ნახვა დედოფალს მხოლოდ და მხოლოდ კაზაკების გულისთვის უნდოდა, რომელთა თაყვანისმცემელი სიცოცხლის ბოლომდე იყო.

1892 წლის 25 ივნისს, ბაფალო ბილის შოუ მთელი შემადგენლობით წარსდგა უინძორში და გურულებმა ივანე მახარაძის თავკაცობით დედოფლის, მისი შვილებისა და წარჩინებულ პირთა წინაშე იჯირითეს. ჯირითი სულ 12 წუთს გაგრძელდა. წარმოდგენის დროს პრინცი ჰენრი დედას, დედოფალ ვიქტორიას, გერმანულად შეეკითხა: “დედა, თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი ნამდვილი კაზაკები არიან?” იქვე მდგომმა სოლსბერიმ პრინცს უპასუხა: “მომიტევეთ, სერ, მაგრამ რასაც და ვისაც აქ ხედავთ, ყველაფერი ნაღდია”.

რა იცოდა მისმა აღმატებულებამ, რომ რუსი კაზაკების მაგივრად მის წინაშე უბრალო ბახველი და ლანჩხუთელი გლეხები ჯირითობდნენ? ეს დედოფლისა და გურულების პირველი შეხვედრა არ ყოფილა _ ცნობილია, რომ XIX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ლონდონში იმყოფებოდა თავადი დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელი, რომელიც დედოფალმა ვიქტორიამ მიიწვია სადილზე, სადაც ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილ გურიელს საზოგადოების ყურადღება მიუქცევია.

სხვათა შორის, მრავალწლიანი ძებნის მიუხედავად, ვერსად მივაკვლიე გურულების ჯირითის ამსახველ ფოტოსურათებს _ მხოლოდ ორი ნახატი მაქვს ხელთ. არადა, ეს არ იყო რიგითი ამბავი და ფოტოგრაფები ამ სანახაობას აუცილებლად გადაიღებდნენ. ცოტა ხნის წინ თხოვნით მივმართე ცნობილ ბრიტანელ ისტორიკოსს და მწერალს ბატონ რონალდ რეიფილდს და მან დახმარება აღმითქვა.

დედოფალი იმდენად ნასიამოვნები დარჩა ამ სანახაობით, რომ, როგორც თვითმხილველები იუწყებოდნენ, გურულებს გადასცა მათივე ფოტოსურათებით სავსე მოვარაყებული ალბომი (არსებობდა ცნობა, რომ თითქოს ეს ალბომი ივანე მახარაძის ოჯახში ინახებოდა და როგორც ამბობენ, 1917 წელს მის ამერიკულ ყაიდაზე აშენებულ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაიწვა) და მადლობა გამოუცხადა, ხოლო ინგლისის საზოგადოებამ 20 000 კაცის მიერ ხელმოწერილი ქებისა და მადლობის ადრესი შეადგინა ქართველთა საპატივსაცემოდ.

რუსული გაზეთი “Московские Ведомости” (25 ივნისი, 1892) იუწყებოდა, რომ”კავკასიელ კაზაკებს (სხვა ნომერში გაზეთი მათ”გურულ კაზაკებს” უწოდებს. ი. მ.), რომლებიც ახლა იმყოფებიან ლონდონში პოლკოვნიკ ქოუდის ხელმძღვანელობით, ბრიტანელი მაყურებელი ძალზე გულთბილად ხვდება. დღეს ისინი გამოძახებულნი იყვნენ უინძორში, სადაც დედოფლის წინაშე იჯირითეს”. იმავე წლის 5 ივლისის ნომერში გაზეთი წერდა, რომ ინგლისელი “ქრონიკიორი” (ასეა ტექსტში. ი. მ.) აღწერს მათ შთამბეჭდავ გარეგნობას, მათ ცეკვებსა და მელანქოლიურ სიმღერებს, რომლებიც მშვენიერია და ისეთივე შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს სიმღერებს სოფლის გუნდები ასრულებენ რუსულ სტეპებში”. გაზეთი იქვე გულისტკივილით დასძენს:”და ამას ამბობენ ქართულ სიმღერებზე! რა ცოტა რამ იციან ევროპაში რუსეთსა და რუსებზე”.

ზოგიერთი თავიდანვე ეჭვს ქვეშ აყენებდა გურულების “კაზაკურ” წარმომავლობას: გაზეთმა Army and Navy Gazette (11 ივნისი, 1892), დაბეჭდა ვინმე ინგლისელი Alex Kinloch-ის წერილი, სადაც იგი წერდა: “…როდესაც მე მათ შევეკითხე, ისინი გამოტყდნენ, რომ კაზაკები არ არიან და რომ მიეკუთვნებიან კავკასიურ ტომს, არ მსახურობენ და არც მსახურობდნენ რუსულ არმიაში. მათი უცნაური ლაპარაკი და ჟესტები, აგრეთვე, მოძრაობები ცეკვაში, მაფიქრებინებს, რომ ისინი კავკასიელი ებრაელები არიან”.

გაზეთი Saturday Review (2 ივლისი, 1892) წერდა: “მათ არაფერი საერთო არა აქვთ კაზაკებთან. ისინი მიეკუთვნებიან კავკასიურ ტომებს ქუთაისიდან. მათი სწორი სახელია Kafkaskia Grousini, რაც ნიშნავს კავკასიელ ქართველებს”.

თუმცა ამ ერთეულ შემთხვევებს მათ იდენტიფიკაციაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია და ქართველებს კაზაკებად მიიჩნევდნენ. როგორც ირკვევა, გურულების”კაზაკებად” გასაღება, უცოდინრობის გამო კი არა, არამედ განზრახ ხდებოდა, ეს შოუს შემადგენელი ნაწილი იყო: კაზაკებს საზოგადოება ასე თუ ისე იცნობდა, მათი სახელი კომერციულ მოგებას უქადდა შოუს მფლობელებს, ქართველების შესახებ კი არავის არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა; ამის გამო გაასაღეს ქართველები, როგორც კაზაკები.

ასევე ხდებოდა შოუს სხვა მონაწილეთა მაგალითზეც: შოუში უმთავრესად სიუს ტომის ინდიელები იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ როცა საჭირო იყო, ისინი ხან ნავაჰოს, ხან ქროუს ან სხვა ტომის ინდიელებად და ზოგჯერ ამერიკელ ქაუბოებადაც იქცეოდნენ ხოლმე.

ყველა აღმოსავლელი ქალბატონი აუცილებლად “პრინცესა” იყო, ყველა ევროპელი მხედარი (ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, იტალიელი…) კი პოლკოვნიკი. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირებული იყო სხვა ერის წარმომადგენელთა შორისაც.

გურული მოჯირითეები ინგლისში 1892 წლის ოქტომბრამდე დარჩნენ და 15 ოქტომბერს სამშობლოში გაემგზავრნენ. ამის შემდეგ კი გურულების რამდენიმე გუნდი სისტემატურად მოგზაურობდა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 P.S. ამ თემაზე უკვე ლამის ოცი წელია ვმუშაობ და დაინტერესებულებს შეუძლიათ ნახონ ჩემი წიგნები, ასევე ვებგვერდი www.georgians.ge და ფეისბუქგვერდი.

 ირაკლი მახარაძე

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

რეპრესიული ნარკოპოლიტიკა სისტემური პრობლემების მნიშვნელოვანი ხელშემწყობია - საია

სეტყვა, ელჭექი და ქარი - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო