https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რეპრესიული ნარკოპოლიტიკა სისტემური პრობლემების მნიშვნელოვანი ხელშემწყობია – საია

9:06; 12.06.2017
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საია ეხმიანება „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების ფაქტს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე ქვეყნის სამართალდამცავ სისტემაში და სასამართლო ხელისუფლებაში არსებული სისტემური პრობლემების კიდევ ერთი დასტურია. ხოლო, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა წარმოადგენს აღნიშნული სისტემური პრობლემების მნიშვნელოვან ხელშემწყობს.

მათივე განცხადებით, წლებია სისტემურ პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი უწყების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. ამასთან, ცნობილია არაერთი ფაქტის შესახებ, სადაც მოქალაქეები საუბრობენ, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ნარკოტიკული საშუალება „ჩაუდეს.“

ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საგამოძიებო ინსიტიტუტის არარსებობა და შემთხვევების არაეფექტური გამოძიება უფრო ახალისებს ასეთი ტიპის დანაშაულების ჩადენას. აღნიშნულს ემატება ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელიც მოქალაქეთა დასჯის მექანიზმად იქცა. მდგომარეობას ართულებს სასამართლო კონტროლის არაეფექტურობა იმ პირთა საქმეებზე, რომლებიც საუბრობენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ.  

უკვე წლებია სახელმწიფოს არ აქვს სათანადო რეაგირება სისტემურ პრობლემებზე. პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმები არაეფექტურია და პრობლემებს ვერ აგვარებს. ამასთან,  საგანგაშოა ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის განცხადება „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებაზე; ამგვარი რიტორიკა უფრო მეტად ახალისებს სამართალდამცავთა თვითნებურ და უკანონო მოქმედებებს და ამყარებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ამ კონკრეტულ საქმეში ადგილი აქვს მომღერლების დასჯას გამოხატვის თავისუფლებისათვის, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებად იქნა შეფასებული.

მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით მუშაობის დაწყებაზე, ასევე, „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომაღნიშნული საქმე ცხადყოფს არა მხოლოდ აღნიშნულ პრობლემას, არამედ სისტემური პრობლემების გაცილებით ფართო სპექტრს, რაც დღესსაქართველოში არსებობს. შესაბამისად, მხოლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება არარის საკმარისი სამართალდამცავ და სასამართლო უწყებებში არსებული სისტემური პრობლემების მოსაგვარებლად. საჭიროა, დაუყოვნებლივდაიწყოს მუშაობა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებლი და ეფექტური საგამოძიებო მექანიზმის შექმნასა დასასამართლოს რეალურად რეფორმირებაზე.

ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის უსწრაფესი და ადეკვატური რეაგირება ამ საქმეში გამოვლენილი სისტემური ხარვეზებისმოსაგვარებლად, როგორც სამართალდამცავი და სასამართლო რეფორმების მიმართულებით, ასევე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით.

დეტალური ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

ქვემოთ მოყვანილმა გარემოებებმა არაერთი კითხვა გააჩინა „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით:

  • 2017 წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ისჯება 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
  • ბრალდებულებმა, მათმა მეგობრება და ოჯახის წევრებმა მათი დაკავება თავიდანვე დაუკავშირეს რეპერების მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც პოლიციელი არის გაშარჟებული.
  • მიხეილ მგალობლიშვილის განმარტებით,  მას შემდეგ, რაც გამოჩნდა ვიდეო-კლიპი საჯარო სივრცეში, ამას მოჰყვა პოლიციელების მხრიდან აგრესია.  „დავფარე პოლიციელი მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ პოლიციელებისგან მოდიოდა საშიშროება. ვიფიქრეთ, რომ ეს საკმარისი იყო.“ ბრალდებული მისი დაკავების შემთხვევასაც აღწერს და მიუთითებს, რომ დაკავებისას აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას (სასამართლო პროცესზე მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ დეტექტივმა თავზე ხელი დაარტყა). „გადამიყვანეს კაპეზეში, მითხრეს, რომ რაც ჩაიდინე ამისათვის 200 ლარიანი ჯარიმა გეკისრება, მაგრამ ვიღაც ძალიან გააღიზიანეო.“ შემდეგ, „გადამიყვანეს ოთახში, სადაც დამხვდნენ გინებით, რომ, ვისაც არ უყვარს პოლიციელი… არ მალავდნენ, რომ ამ კლიპზე იყო საუბარი.“
  • გიორგი ქებურიას თქმით, დაკავებისას დაირღვა მისი უფლებები, არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და სანაცვლოდ, ჯარიმის გადახდის პირობით გაათავისუფლებდნენ. ბრალდებულმა ისიც აღნიშნა, რომ უცნობმა პირმა მიაყენა შეურაცხყოფა, რომელიც დაკავშირებული იყო ვიდეო-კლიპის შინაარსთან.
  • დამატებით, კითხვის ნიშნებს აჩენს ვიდეო კლიპში პოლიციის როლის შემსრულებლის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მან არ იცოდა კლიპის შინაარსი და თავად სთხოვა ბრალდებულებს იმ მომენტების ამოჭრა, სადაც პოლიციელი იყო გაშარჟებული. მისი ეს ინფორმაცია არსებითად განსხვავდება იმ საერთო ფონისგან, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავებასა და დაპატიმრებას ჰქონდა ,,დაფარული დღის წესრიგი“ – დაესაჯათ პოლიციელის მიმართ კრიტიკული ვიდეომასალის გავრცელებისათვის. აღსანიშნავია, რომ კლიპის შინაარსი და მასში აღწერილი ფაქტები გამოხატვის თავისუფლებით სრულად არის დაცული. ამდენად, ამგვარი მიზნით ადამიანის დაკავება და დაპატიმრება ეწინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლს კონვენციის მე-5 მუხლთან კავშირში, ვინაიდან ადამიანის დაკავება და დაპატიმრება ემსახურება არა დანაშაულის ჩადენის თაობაზე გონივრული ეჭვის არსებობის გამო ადამიანის სასამართლოსთვის წარდგენას, არამედ სხვა მიზნებს (ბრალდებულის დასჯას პოლიციელის მწვავე კრიტიკისათვის).

პრობლემას წარმოადგენს სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები „ბირჟა მაფიის“ წევრებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ:

  • ეს ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა მიხეილ მგალობლიშვილის პირველი წარდგენის სხდომამ, სადაც მას პატიმრობა დაუსაბუთებლად შეეფარდა. სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი წონადი, დამაჯერებელი არგუმენტები, რომლებიც მგალობლიშვილის პატირობაში ყოფნას გაამართლებდა. შესაბამისად, პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლოს დასაბუთება პატიმრობის გამოყენების თაობაზე, არ შეესაბამებაროგორც ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებს, ისე საერთაშორისო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. პატიმრობის გამოყენება უნდა ხდებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის უფრო მსუბუქ ფორმებს. აგრეთვე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, პატიმრობის გამოყენება არ უნდა ხდებოდეს არამართლზომიერი მიზნით და არ უნდა წამოადგენდეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისსაშუალებას. შესაბამისად, ვინაიდან, პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე არ იყო დასაბუთებული და დამაჯერებელი და შემდგომში, მოსამართლემაც ასეთი დასაბუთების ფონზე, პატიმრობა გამოიყენა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ღონისძიებას უფრო სადამსჯელოხასიათი ჰქონდა, ვიდრე მაგალითად, ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციის, მიმალვის საფრთხის თავიდან აცილების და ა.შ. მაშინ, როდესაც, თუნდაც დიდი ოდენობით გირაოს გამოყენება იქნებოდა სავსებით საკმარისი შემკავებელი ღონისძიება.

 

პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე დაწყებული გამოძიების არაადეკვატურობა

 

მართალია, ცნობილი გახდა რომ დაწყებულია გამოძიება „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავების კანონიერების ირგვლივ, თუმცა, პოლიციელებისმხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია, რომლითაც არის აღნიშნული გამოძიება დაწყებული, ამ ეტაპზე არასრულყოფილია. პროკურატურის განცხადების თანახმად, მგალობლიშვილისა და ქებურიას ჩვენების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას გულისხმობს. თუმცა, როგორც ბრალდებულები აცხადებენ, მათ მიმართ ასევე ადგილი ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც არ მოიცავს აღნიშნული კვალიფიკაცია და ექვემდებარება სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლით კვალიფიკაციას (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა).

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საია მოუწოდებს:

საქართველოს პროკურატურას:

სრულყოფილად, ობიექტურად  და მიუკერძოებლად გამოიძიოს მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული კანონდარღვევები და პასუხისგებაში მისცეს ყველა შესაბამისი პირი. აგრეთვე, სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს არსებული გარემოებები და ბრალდებულების მიმართ განხორციელებული სავარაუდო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები შეაფასოს როგორც დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს:

კანონმდებლობაში განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სტრუქტურულად და შინაარსობრივად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნას, სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და დევნის განხორციელების მიზნით. აგრეთვე, გადაიხედოს ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დამდგენი კანონმდებლობა, რომელიც უფრო მეტად ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვაზე.

აქვე, შევახსენებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთ მოთხოვნას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა სასამართლოს რეალური რეფორმის განხორციელების მიზნით.

საერთო სასამართლოებს:

სასამართლოებმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოიყენონ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ყოველთვის უპირატესობა უნდა მიანიჭონ უფლებების ნაკლებად შემზღუდველ მექანიზმებს. სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს პროკურორის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რომელიც არ არის სათანადოდ დასაბუთებული. სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები სერიოზულ ზიანს აყენებს საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ“, _ აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5 დეკემბერი, 2025
სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5 დეკემბერი, 2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5 დეკემბერი, 2025
სამართალი

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

13:02; 5 დეკემბერი, 2025
სამართალი

გიორგი სახოკია: პოლიციამ ბოლო 48 საათში 75 პირი დააკავა

11:47; 5 დეკემბერი, 2025

სეტყვა, ელჭექი და ქარი - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური იოსებ ოსორაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს (R)

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025
ფინანსები

SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად

20:16; 5.12.2025
საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5.12.2025
ფინანსები

12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა – საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა

20:07; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5.12.2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5.12.2025
ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო