მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში. “ოპელისა” და ,”ბმვ,”-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, _ ინფორმაციას 1TV.GE ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.