ინდოეთში ბაყაყის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღმოჩენა დელის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორანტურის სტუდენტმა, სონალი გრეგმა, დასავლეთ ნაპირზე 5 წლიანი ვრცელი ძიების შედეგად შეძლო.
გავრცელებული ცნობით, აღმოჩენილი სახეობა ინდური ბაყაყის ჯგუფს, ფეჟვარარიას მიეკუთვნება.
კვლევამ აჩვენა, რომ ახალი აღმოჩენა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ამ ბაყაყების საკონსერვაციო სტატუსზე.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ ამ ახლად აღმოჩენილი ბაყაყების არსებობის გამო და შემდგომი კვლევები უნდა ჩავატაროთ მათი კონსერვაციის სტატუსის გადასახედად“,_განაცხადა პროფესორმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა და აღნიშნა, რომ „აღმოჩენილი ბაყაყები უკვე საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანის სხვადასხვა საქმიანობისთვის“, _ამბობს ის.