ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-თელეთის გზატკეცილზე.
მოსკოვი-ერევანის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
„მოამბის“ კორესპონდენტის ცნობით, დაშავებულები მარნეულის კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
1tv.ge