ამ ეტაპზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ იციან ვინ შეცვლის ნიკა მელიას პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ პარტიულ სიაში მელიას შემდეგ ბადრი ბასიშვილია, ნიკა მელია არ გამორიცხავს რომ გუნდი სხვა წევრზე შეთანხმდეს.
„ვიმსჯელებთ ამაზე, შესაძლებელია სიით შემდეგი შევიდეს, შესაძლებელია ის ადამიანი, ვიზეც შეთანმხდება პარტია. იყო სიით შემდეგი, არ ნიშნავს რომ აუცილებლად შედიხარ”, _ განაცხადა მელიამ.
საკანონმდებლო ორგანოს დატოვების შესახებ უმცირესობის წევრმა ნიკა მელიამ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის წარდგენისას გააკეთა.
პარლამენტიდან წასვლის მიზეზად მელიამ ის ფაქტი დაასახელა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი იქნება.