ქართული ფოლკოლირის საერთაშორისო ასოციაციის მიერ გამართულ ფოლკლორულ ფესტივალში, რომელიც სვანეთში გაიმართა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში შემავალ, შუაამაღლების კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლებმა _ “უდაბნო” და “როკვა” პირველი ადგილი და ლაურეატის წოდება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ქორეოგრაფიული ანსამბლი “როკვა” (ხელმძღვანელი ზვიად ჯიქია) ერთი წლისაც არაა. რაც შეეხება “უდაბნოს”, იგი ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლია (ხელმძღვანელი არჩილ სიხარულიძე) და მისი არსებობა სულ სამიოდე თვეს ითვლის.
_ ორივე ანსამბლი ახალშექმნილია და მათი წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინდ,ა ეს გამარჯვება ყველას მოვულოცო და ავღნიშნო, რომ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატების მიღწევა და კულტურული ცხოვრების პოპულარიზაცია პატარა სოფელშიც კი, თუ ამის სურვილი და მონდომება არსებობს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორმა თამარ კეკელიძემ.
მისივე თქმით, კულტურის სახლების აღდგენის პროგრამა, რომელიც სამი წლის წინ დაიწყო მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება და მალე შუამაღლების, ზოტის და ქვაბღის კულტურის სახლებს კიდევ რამდენიმე სოფელი დაემატება, სადაც კულტურული კერა იფუნქციონირებს.