საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების ჩატარების დრო განსაზღვრა.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება. პრეზიდენტს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. მისივე განმარტებით, არჩევნების დანიშვნის თაობაზე აქტს 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.
“ამის თაობაზე ვიმუშავეთ და მოვილაპარაკეთ მთავრობასთან, თუმცა აქტი ამ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოიცემა 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.