ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გელა კობალაძეს, რომელიც მიმდინარე წლის მარტში ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
როგორც გვითხრეს, კობალაძემ ბრალი აღიარა და სწორედ ამან განაპირობა სასჯელის მცირე ზომა.
ბრალდებულის უფლებადამცველი ხათუნა კოპლატაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხს.
“გურია ნიუსი” სასამართლო სხდომის დეტალებს ამ წუთებში არკვევს და ვრცელ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.