ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრი ლანჩხუთელი მაყურებლის წინაშე მორიგი პრემიერით წარსდგა. ახალგაზრდა რეჟისორმა დავით წერეთელმა ამ ჯერზე მარკ კამელოტის პიესა „family ფრანგული გარნირით“ შესთავაზა თეატრის მოყვარულებს.
ოჯახური „იდილია“ ლანჩხუთის კულტურის სახლის სცენაზე ახალგაზრდა მოყვარულმა მსახიობებმა: გურამ იმნაძემ, ბაჩანა პატარაიამ, ქრისტინე ლორიამ, თეკლა დვალიშვილმა, ლელა ჭეიშვილმა და ბაჩი ხუხუნაიშვილმა განასახიერეს.