რუსეთი ვაშინგტონს სირიაში პროვოკაციის მომზადებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას ABC NEWS ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვმა მიიღო ინფორმაცია, რომ სირიის ამბოხებულებმა გააყალბეს ვიდეო მასალა დამასკოს ქიმიურ თავდასხმაში დასადანაშაულებლად.
მაუწყებლის ინფორმაციით, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ასადი ახალი ქიმიური თავდასხმის განხორციელებისთვის ემზადება.
როგორც ცნობილია, აპრილში სირიის ავია ბაზაზე იერიში განხორციელდა, რასაც მსხვერპლი მოყვა.
გავცრელებული ცნობით, მსხვერპლი ტოქსიკურმა ნივთიერებამ გამოიწვია.
ამავე თემაზე:
რა მოხდა სირიაში და ვის ადანაშაულებენ ქიმიური იარაღის გამოყენებაში