რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ორ ფაქტზე რ. მ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 25 და 27 ივნისს, რ. მ.-მ ქალაქ რუსთავში მდებარე გ.თ.-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინის წინ არსებულ შემოღობილ ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის ცხოველებს – ლეკვებს პნევმატური იარაღით მიაყენა ჭრილობები, რამაც ერთი ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.
პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს და რ.მ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.