“პარლამენტს და ჩვენს ა!რჩეულებს გაეპარათ _ 110 პრიმა მუხლში თვითმმართველი ქალაქები დარჩა” _ წერს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ლევან ალაფიშვილი.
“ჰო, გვიანი კია, მაგრამ არ მესიზმრა, პარლამენტის მაჟორიტარული ოლქების მუხლში, 110 პრიმა მუხლში ცვლილება არ შეუტანიათ. არადა საგაზაფხულო სესია დამთავრდა, პკ.
პარლამენტს და ჩვენს ა!რჩეულებს გაეპარათ. 110 პრიმა მუხლში რჩება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი (პუნქტი 6), ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი (პუნქტი 15), ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი (პუნქტი 19), ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი (პუნქტი 21), ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი (პუნქტი 29), ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (პუნქტი 30) და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (პუნქტი 36)”, _ წერს ალაფიშვილი.