თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ავტონაწილების მაღაზიები იწვის.
როგორც “გურია ნიუსს” სახანძრო-სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ადგილზე 8 სამაშველო ბრიგადაა გასული.
ხანძარი ჯერჯერობით ლოკალიზებული არ არის. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა უცნობია.