მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად – გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა _ შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში იყო „კასტელ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი, მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში;
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალ გუბერნატორს დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება.