https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები კორუფციულ რისკებს შეიცავს _ IDFI

8:07; 3.07.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებული კანონის პროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ წინააღმდეგობაში მოდის საჯარო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებთან, _ ნათქვამია IDFI -ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

IDFI -ის ის განმარტებით, შემოთავაზებული ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის საჯარო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულების პრინციპებთან, კერძოდ:

– კანონის პროექტი აყალიბებს უთანასწორო მიდგომას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიმართ;

– საფრთხეს უქმნის კონსტიტუციით გარანტირებული მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას იმ პირების ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების მიმართ, რომლებიც კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე აირჩევიან;

– რეგულირების მიღმა ტოვებს საბჭოს წევრთა ნაწილის ოჯახის წევრზე ინტერესთა შეუთავსებლობის წესების მოქმედებას და ეკონომიკური ინტერესების გაცხადების და გამოქვეყნების ვალდებულების გავრცელებას საბჭოს წევრების ნაწილზე;

– არღვევს კორუფციის პრევენციის რეგულირების იერარქიულად გავრცელების პრინციპს. ინტერესთა შეუთავსებლობის კანონის წესებს აღარ დაექვემდებარება ეროვნული ბანკის უმაღლესი საზედამხედველო ორგანო, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი, ხოლო უფრო მკაცრი წესები გავრცელდება პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებზე;

– კანონპროექტს არ ახლავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს დასკვნა (იხ. კანონპროექტის სამუშაო ვერსია და განმარტებითი ბარათი).

 კანონით გათვალისწინებული მოქმედი რეგულაცია:

 მუხლი 2

1. ამ კანონის მიზნებისთვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები:

პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი;

შ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი;

 კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება:

პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე–პრეზიდენტი;

შ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა;

 IDFI-ის შეფასება

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი – თანამდებობის პირი

ინიცირებული კანონპროექტის შინაარსობრივად განხილვისთვის აუცილებელია მისი განმარტებითი ბარათის დასაბუთებაზე მსჯელობა. განმარტებით ბარათში ცვლილების დასაბუთებად ვკითხულობთ:

„აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმით, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი არ არის საჯარო მოსამსახურე.“

IDFI მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი ვერ ჩაითვლება ამ ცვლილების ვერც გონივრულ და ვერც სამართლებრივ დასაბუთებად. ბუნებრივია, საბჭოს წევრი არ არის საჯარო მოსამსახურე და მათზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედება, ისევე როგორც არ ვრცელდება ეს კანონი, მაგალითად მოსამართლეებზე და თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე. საბჭოს წევრები ითვლებიან თანამდებობის პირებად და სწორედ ამ მოცემულობის პირობებში მათზე უნდა გავრცელდეს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ (შემდგომში, ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონი) კანონის მოქმედება. ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ საბჭოს წევრი არ არის საჯარო მოსამსახურე, წინააღმდეგობაში არ მოდის ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონთან, რადგან თანამდებობის პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა საქმიანობა მაღალ პასუხისმგებლობას, სახელმწიფოს მართვას, მისი უსაფრთხოების და დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება.

განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ საბჭოს წევრის ჩანაცვლება ხდება ვიცე- პრეზიდენტით და ეს ემსახურება ზოგიერთი საკითხის დაზუსტების მიზანს. ასეთი დასაბუთება, IDFI-ის აზრით, არის გაუმართლებელი და არათანმიმდევრული, რადგან საბჭო საჯარო უწყების, ეროვნული ბანკის, უმაღლესი მმართველობითი ორგანოა და მისი როლი ქვეყნის კონსტიტუციითაა განმტკიცებული. ცვლილებით კი, ეროვნული ბანკის მმართველობით რგოლში იერარქიულად ყველაზე მაღლა მდგომი ორგანოს მხოლოდ სამ წევრზე (ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები) გავრცელდება ის წესები, რომელიც კანონით იმ თანამდებობებისთვისაა გათვალისწინებული, რომლისთვისაც მოითხოვება მაღალი საჯაროობა, ანგარიშვალდებულება და გარანტირებულია პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლება. დანარჩენი ოთხი წევრი მხოლოდ ეროვნული ბანკის შესახებ კანონის ვიწრო რეგულირების ჩარჩოებში მოექცევა, რაც იმთავითვე არათანაბარი მიდგომაა.

ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონის მე-2 მუხლი, თანაბარ მიდგომას ითვალისწინებს იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არიან არჩეული, დამტკიცებული ან დანიშნული. კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება კი, ასეთი მიდგომიდან გამონაკლისს აჩენს მხოლოდ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის. ასეთი გამონაკლისი, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის კონსტიტუციით დაცული გარანტიების შენარჩუნებას. იგი ასევე იწვევს სხვა მსგავსი მმართველობითი საბჭოების პრეტენზიის გაჩენის საფრთხეს მომავალში, მათზეც მოხდეს გამონაკლისების გავრცელება და ისინიც განთავისუფლდნენ ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონის მოქმედების სფეროსგან.

განსხვავებული მიდგომა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიმართ

კანონმდებელი განმარტებით ბარათში გვთავაზობს პრობლემას, რომლის მიხედვითაც: „ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი უნდა იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, პროფესიონალი ეკონომიკის, ფინანსების ან სხვა შესაბამის დარგში და გამორჩეულნი პატიოსნებით. შესაბამისად, დამატებითი შეზღუდვების არსებობამ შეიძლება შეაფერხოს საუკეთესო კანდიდატის შერჩევის პროცესი.“

ამ დასაბუთებით კანონმდებელი მიუთითებს, რომ საბჭოს მხოლოდ ოთხი წევრის შერჩევის პროცესი შეფერხდება, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტებისთვის იგივე დაბრკოლება დარჩება. ეს გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ კანონმდებლისთვის მნიშვნელოვანია საბჭოს მხოლოდ ოთხ წევრს არ შეექმნას დაბრკოლება, ხოლო პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტებად საუკეთესო კანდიდატის შერჩევის პროცესის დაბრკოლება არ წარმოადგენს გამოწვევას. ამასთან, ბუნდოვანია, რის საფუძველზე გახდა 1997 წლიდან მოქმედი რეგულირება პრობლემური 2017 წელს.

კანონმდებელი განმარტებით ბარათში ასევე უთითებს, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები „სავსებით საკმარისია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის საქმიანობის სრულფასოვანი განხორციელებისათვის“.

პირველ რიგში, ბარათში ვერ ვხედავთ დასაბუთებას, თუ რატომ მიიჩნია დღეს კანონმდებელმა ორგანული კანონის რეგულირება „სავსებით საკმარისად“. ასევე, ვერ ვხედავთ გარანტიებს იმისთვის, რომ საბჭოს ოთხი წევრისთვის გამონაკლისის არსებობა არ შექმნის მომავალში ინტერესთა შეუთავსებლობის გამოწვევებს. დამატებით, აქაც უთანასწორო მიდგომას ვხვდებით საბჭოს წევრების მიმართ, რადგან ცვლილების ლოგიკით ორგანული კანონის რეგულირება საბჭოს სამი წევრისთვის არ არის საკმარისი, ხოლო დანარჩენი ოთხი წევრისთვის საკმარისია.
საინტერესოა, შევადაროთ ინტერესთა შეუთავსებლობის რეგულირება „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონის შესაბამისად. ეროვნული ბანკის შესახებ კანონი განსაზღვრავს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს: საჯარო მოსამსახურე, იურიდიული პირის ხელმძღვანელი, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი. ასეთი ვიწრო რეგულირება თავისთავად გამორიცხავს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონის მოქმედების გავრცელებას თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებზე, რაც უმნიშვნელოვანესია კორუფციული დანაშაულების გამოვლენის პროცესში.

ინტერესთა შეუთავსებლობის წესების გავრცელება თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებზე

ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა, გარდა იმისა, რომ ბევრად ფართოა თავად თანამდებობის პირებისთვის, ასევე ვრცელდება მათი ოჯახის წევრებზე. კერძოდ, ასეთ შეზღუდვებს კანონის მე-13 მუხლი ადგენს. ამასთან, ცვლილების მიხედვით, საბჭოს წევრები ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონის IV თავის მოქმედებისგანაც გათავისუფლდებიან, რაც ეკონომიკური ინტერესების გაცხადებისა და გამოქვეყნების ვალდებულებას გულისხმობს (თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია).

ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხში ოჯახის წევრთა ინტერესების მნიშვნელობიდან გამომდინარე ევროპის სტანდარტებიც, კერძოდ, ევროკავშირის ცენტრალური ბანკის ინტერესთა შეუთავსებლობის წესები, მოიაზრებს ოჯახის წევრთა ინტერესების გაცხადებას. ამასთან, ევროპის ცენტრალური ბანკის საზედამხედველო საბჭოს ქცევის წესების მე-9 მუხლის შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც საზედამხედველო საბჭოს წევრებს გააჩნიათ კერძო ან პირადი ინტერესები, მათ შორის, პოტენციური სარგებლის ან უპირატესობის მიღება მათთვის ან მათი ოჯახის წევრისთვის ან პარტნიორისთვის, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ მათი ფუნქციების მიუკერძოებელ და ობიექტურ შესრულებაზე. ნებისმიერი სიტუაცია, რომელმაც შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს, უნდა გაცხადდეს წერილობით საზედამხედველო საბჭოს სხდომაზე.

დასკვნა

IDFI-ის მოსაზრებით, ცვლილების ამ სახით დამტკიცება საფრთხეს შეუქმნის საჯარო უწყებების მიმართ თანასწორი მიდგომის პრინციპს. კანონპროექტი უთანასწორო მიდგომას აყალიბებს თავად საბჭოს წევრების მიმართაც, და ზღუდავს საჯაროობის და ანგარიშვალდებულების პრინციპების გავრცელებას საჯარო უწყების მმართველი საბჭოს წევრებზე. ცვლილება, ასევე უარყოფით გავლენას ახდენს თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი კორუფციული სამართალდარღვევების პრევენციის საკითზე.

IDFI-ის მოსაზრებით ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჭირო კონსულტაციების გავლის გარეშე ამ ცვლილების მიღება გამორიცხავს მასთან დაკავშირებული რისკების შესწავლის შესაძლებლობას და ქმნის ნეგატიურ პრეცედენტს. აქედან გამომდინარე, IDFI-ი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილების მიღება მისი რისკების გაანალიზებისა და მხარეთა ჩართულობის გარეშე. უზრუნველყოს ღია და გამჭვირვალე პროცესი ყველა იმ ცვლილებების მიღებამდე, რაც ქვეყანაში კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზანს ემსახურება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„ჟამი კითხულისა“ _ შემოქმედის ბიბლიოთეკაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა

14:04; 24 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“დაგვიობლდა ტაძარი” _ ყველასთვის საყვარელი მოძღვარი გარდაიცვალა

12:40; 24 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“მთავრობამ სუპერმარკეტებს და დისტრიბუტორებს „ომი“ გამოუცხადა _ გიორგი კეპულაძე

12:29; 24 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ონლაინ შოპინგი: როგორ ავირიდოთ შეცდომები და შევარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი

11:15; 24 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ღმერთმა დალოცოს ამერიკა…“ _ პეტრე კოლხი მღვდელმსახურებას აშშ-ში გააგრძელებს

10:41; 24 დეკემბერი, 2025

"კანონიერი ქურდობის" ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

"კანონიერი ქურდობის" ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ლილუაშვილის საქმეზე – თუ ამ ადამიანებს კორუფცია დაუდასტურდებათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება

14:10; 24.12.2025
საზოგადოება

„ჟამი კითხულისა“ _ შემოქმედის ბიბლიოთეკაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა

14:04; 24.12.2025
პოლიტიკა

რომან გოცირიძე – კობახიძის მოწოდება არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა „ობეხეეს-ის“ სისტემის რეანიმაცია

13:01; 24.12.2025
მსოფლიო

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

12:56; 24.12.2025
საზოგადოება

“დაგვიობლდა ტაძარი” _ ყველასთვის საყვარელი მოძღვარი გარდაიცვალა

12:40; 24.12.2025
საზოგადოება

“მთავრობამ სუპერმარკეტებს და დისტრიბუტორებს „ომი“ გამოუცხადა _ გიორგი კეპულაძე

12:29; 24.12.2025
ბახვიჰესი

“მე ავაშენე ბახვი ჰესი”

12:03; 24.12.2025
საზოგადოება

ონლაინ შოპინგი: როგორ ავირიდოთ შეცდომები და შევარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი

11:15; 24.12.2025
სამართალი

კახეთში კაცმა მძევლად საკუთარი ბებია აიყვანა და სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა – დეტალები

10:47; 24.12.2025
საზოგადოება

“ღმერთმა დალოცოს ამერიკა…“ _ პეტრე კოლხი მღვდელმსახურებას აშშ-ში გააგრძელებს

10:41; 24.12.2025
ფინანსები

ირაკლი კობახიძე: “მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები”

10:37; 24.12.2025
მსოფლიო

ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

10:34; 24.12.2025
საზოგადოება

“ახალი წლის წინა დღეები: მკაცრი ამინდის პირობებით” _ კობა ფარტენაძე

10:22; 24.12.2025
პოლიტიკა

“მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ვითომ მედიის კორიფეს…” – გია გაჩეჩილაძე

10:15; 24.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და კომერციული ალღო   

10:05; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო