ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც მან დაკავებული ოთარ აბესაძე მოინახულა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აბესაძე ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა, ბრალს აღიარებს.
“დაკავებული ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია. ხვალ კიდევ შევხვდები და შევჯერდებით პოზიციაზე“, _ განმარტავს ჭკადუა.
როგორც ირკვევა, დაკავებულისთვის ამ ეტაპზე ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ, თუმცა, ადვოკატის განმარტებით, აბესაძე ბრალს აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ აბესაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.