იაპონიის ქალაქ მიკამეში უკვე 27 წელია, ტარდება ღორების როდეო, რომლის მონაწილენი ერთი წლის ბურვაკის “გახედვნას” ცდილობენ.
ღორზე ამხედრებულებს ხელმოსაჭიდად მხოლოდ ღორის კისერზე შემოხვეული მეტრ-ნახევრიანი თოკი აქვთ.
თუმცა ჭყვიტინა “ბედაურზე” 2 წამზე მეტხანს გაძლება ძალიან ძნელია.
რაკი ღორიდან გადმოვარდნა პრაქტიკულად უხიფათოა, გამარჯვებულს კი დამატებით 500 დოლარიც ელის, როდეოში ქალებიც მრავლად მონაწილეობენ.